Sunday, April 30, 2017
ტრენინგის მეერვე დღე
დღევანდელ ტრენინგზე სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონში შევავსე დიფერენცირებული სწავლებისა და წინარე ცოდნის გრაფები.საშინაო დავალებად შესავსები მაქვს სასწავლო პროცედურები.
Saturday, April 29, 2017
ტრენინგის მეშვიდე დღე
დღევანდელ ტრენინზე შევავსე შეფასების მოკლე მონახაზი და შეფასების დროის ჩარჩო.ტრენინგი იყო ნაყოფიერი და საინტერესო.შესასრულებელი მაქვს საშინაო დავალება.დიდი მადლობა!
Sunday, April 23, 2017
მეექვსე დღე
დღევადელ ტრენინგზე ვისწავლეთ ბუკლეტის დიზაინის შექმნა და დავასრულეთ ბუკლეტზე მუშაობა.ვისწავლეთ როგორ შევქმნათ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.საშინაო დავალებად შესასრულებელი გვაქვს მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.
Saturday, April 22, 2017
ტრენინგის მეხუთე დღე
დღეს ვისწავლე გამოყენებული ლიტერატურის შაბლონებზე მუშაობა საავტორო უფლებების დაცვით.ვისწავლე ასევე ბუკლეტების შექმნაზე მუშაობა.მოგვეცა საშინაო დავალება.საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო დღევანდელი ტრენინგი.
Sunday, April 9, 2017
ტრენინგის მეოთხე დღეს დავსახე პროექტის მიზანი.პროექტის მიზნიდან გამომდინარე დავსვი ათი კითხვა .ამ ათი კითხვიდან შევარჩიე სამი მნიშვნელოვანი კითხვა.კითხვები დავყავი ზოგად,თემატურ და შინაარსობრივ კითხვებად.ჩემთვის დღევანდელ ტრენინგზე ძალიან საინტერესო იყო მიზნის ჩამოყალიბება და კითხვების ერთმანეთისაგან განზოგადება. მოგვეცა დავალება ,რითაც უფრო დავხვეწავ ჩემს პროექტს და მოვარგებ პროექტის შაბლონს.დიდი მადლობა ჩვენს საინტერესო და საყვარელ ტრენერს ასეთი ნაყოფიერი მუშაობისთვის.
Saturday, April 8, 2017
ტრენინგის მესამე დღე
სამი ტრენინგის განმავლობაში გავეცანი და ვისწავლე თუ როგორ დავიწყო პროექტზე მუშაობა.შევარჩიე პროექტის თემა ,დავგეგმე პროექტი, შევქმენი საქაღალდე,დავარქვი სახელი,ვისწავლე პროექტის გეგმის შაბლონის გადმოწერა,გავეცანი შაბლონს და შევავსე ნაწილობრივ ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტის მიხედვით.შემდეგ ეს ყველაფერი შევიტანე ჩემს მიერ შექმნილ საქაღალდეში.ვთვლი რომ ამ სამი დღის განმავლობაში ჩემი მუშაობა იყო ძალიან საინტერესო და პროდუქტიული.
Subscribe to:
Posts (Atom)